მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ქართული წარმომადგენლობები >> ზინაიდა ბესტაევას, მაია ჩიგოევა-ცაბოშვილისა და ვაჟა ქარქუსაშვილის მონაწილეობით დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართება

'ადამიანის უფლებათა ცენტრის' ვიდეოსტუდია HRIDC.TV დღეს, 'კინოს სახლში' ახალი დოკუმენტური ფილმის 'დღევანდელი საქართველო გთავაზობთ' პრემიერას გამართავს .
როგორც 'ინტერპრესნიუსს' ორგანიზაციიდან აცნობეს, ფილმში მოთხრობილია უცხოეთში მყოფი, ეთნიკურად ოსი თანამოქალაქეების ისტორია. ისინი ყვებიან. რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ იდევნებოდნენ, რამაც აიძულათ, ქვეყანა დაეტოვებინათ და უცხოეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიეღოთ. 
ფილმში მონაწილეობენ საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში ზინაიდა ბესტაევა, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ვაჟა ქარქუსაშვილი, ასევე, ეთნიკურად ოსი რიგითი მოქალაქეები. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი მისი უწყების ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს საკუთარი არგუმენტებით პასუხობს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები