მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ქართული წარმომადგენლობები >> ლადო ვარძელაშვილმა 'უნივერსიადა 2011'-ში გამარჯვებულები დააჯილდოვა

 

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის და კომპანია 'რომპეტროლის' მიერ ორგანიზებული და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე 'უნივერსიადა 2011' ოფიციალურად დაიხურა.

დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა, საუკეთესოები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა და კომპანია 'რომპეტროლის' გენერალურმა დირექტორმა დააჯილდოეს.

შეგახსენებთ, რომ 'უნივერსიადა 2011'  სპორტის 20 სახეობაში მიმდინარეობდა. გამარჯვებული 'სტუ' გახდა 15 ოქროს, 14 ვერცხლისა და 16 ბრინჯაოს მედლით. მეორე ადგილზე ილიას უნივერსიტეტი გავიდა 15 ოქროს, 11 ვერცხლისა და 14 ბრინჯაოს მედლით, მე-3 პოზიცია კი 'აგრარულმა' დაიკავა 11 ოქროს, 15 ვერცხლისა და 24 ბრინჯაოს მედლით.  

აღსანიშნავია, რომ უნივერსიადის შედეგებით საქართველოს საუნივერსიტეტო ნაკრები გუნდი დაკომპლექტდება, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში ჩინეთის ქალაქ შენძენში გასამართ მსოფლიო უნივერსიადაზე სპორტის 8 სახეობაში მიიღებს მონაწილეობას.

ჯეონიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები