მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ქართული წარმომადგენლობები >> პოლოლიკაშვილი 'დინამოს' ვიცე-პრეზიდენტი აღარ არის

 

ზურაბ პოლოლიკაშვილმა თბილისის 'დინამოს' ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სპორტული გაზეთი 'ლელო' ავრცელებს.

'ლელოსთან' საუბარში პოლოლიკაშვილს თანამდებობის დატოვების მიზეზებზე არ უსაუბრია. ასევე, უცნობია, ის კლუბში სხვა სტატუსით დარჩება, თუ 'დინამოსთან' მუშაობას საერთოდ შეწყვეტს.

ზურაბ პოლოლიკაშვილი საფეხბურთო კლუბში 2011 წლიდან მუშაობს. 2011 წლის მარტში ის 'დინამოს' გენერალურ დირექტორად დაინიშნა. მისი ინიციატივით, გუნდმა რამდენიმე ესპანელი ფეხბურთელი დაიმატა. პოლოლიკაშვილის სახელს უკავშირდება ესპანელი მწვრთნელის, ალექს გარსიას ჩამოყვანაც, რომელმაც კლუბი დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა. ასევე, რამდენიმე კვირის წინ ზურაბ პოლოლიკაშვილი გენერალური დირექტორის ნაცვლად, 'დინამოს' ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

საფეხბურთო კლუბში მისვლამდე, 2009-2010 წლებში ზურაბ პოლოლიკაშვილი საქართველოს ეკონომიკის მინისტრი იყო. მანამდე, 2006-2009 წლებში, ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მუშაობდა.

onlinenews.ge 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები