მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ქართული წარმომადგენლობები >> საქართველოს 15 წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

საქართველოს 14 და 15-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებებმა სტოკჰოლმში გამართული საერთაშორისო ტურნირი 'ლენარტ იუჰანსონის თასი 2011' წარმატებულად დაასრულეს. 
15-წლამდელები 'უეფას' ყოფილი პრეზიდენტის - ლენარტ იუჰანსონის სახელობის ტურნირის ჩემპიონები გახდნენ. მათ ფინალში ტურინის 'იუვენტუსის' თანატოლები 1:0 დაამარცხეს, 14-წლამდელებმა კი თანატოლებში მე-3 ადგილი მოიპოვეს. მათ ბრინჯაოს მედლებისათვის შეხვედრაში ამსტერდამის 'აიაქსი' 6:0 გაანადგურეს. 
ტურნირი ორივე ასაკობრივ კატეგორიაში ჯგუფური ეტაპიდან დაიწყო. 15-წლამდელებმა ჯგუფში ავსტრიის 'გრაცთან' 0:1 მარცხის შემდეგ, ფინურ 'ჰონკას' 4:0 სძლიეს, ამსტერდამის 'აიაქსი' ნიკა ლაშხიას ჰეთ-თრიქის წყალობით 3:1 დაამარცხეს და ნახევარფინალში პირველი ადგილიდან გავიდნენ. ნახევარფინალში ნოდარ აკობიას გუნდმა ბერძნული 'აიკი' გიორგი ჯობავასა და ნიკა ლაშხიას გოლებით 2:0 დაამარცხა, ფინალში კი 'იუვენტუსს' გურამ გოშთელიანის გოლით 1:0 სძლია.
დაჯილდოების ცერემონიალზე ქართველ ფეხბურთელებს მთავარი პრიზი თავად ლენარტ იუჰანსონმა გადასცა. 15-წლამდელთა ნაკრები გუნდის წევრი - გიორგი ჯობავა კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
14-წლამდელებმა ქვეჯგუფში ფინური 'ჰელსინკი' 5:1 და დანიური 'ლინგბუ' 1:0 დაამარცხეს, ტურნირის აშკარა ფავორიტ და მომავალ ჩემპიონ 'მილანთან' კი 1:7 წააგეს და ქვეჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავეს. ნახევარფინალში 14-წლამდელებმა ბერძნულ 'პაოკთან' 0:1 წააგეს მე-3 ადგლისათვის შეხვედრაში კი 'აიაქსთან' 6:0 იმარჯვეს. 
საქართველოს 14 და 15 წლამდე ნაკრები გუნდები სამშობლოში 3 მაისს, გამთენიას დაბრუნდებიან. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები