მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ქართული წარმომადგენლობები >> ქართველმა მოკრივეებმა საერთაშორისო ტურნირებზე რვა მედალი მოიპოვეს

ქართველმა მოკრივეებმა საერთაშორისო ტურნირებზე რვა მედალი მოიპოვეს . 
სამი მედალი მოკრივეებმა ალმა-ატაში გამართული ტურნირიდან ჩამოიტანეს, სადაც ერთმანეთს 15 ქვეყნის წარმომადგენელი სპორტსმენები ეჯიბრებოდნენ. 
75 კგ-ში ჯაბა ხოსიტაშვილმა ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ზაალ კვაჭაძემ (69 კგ) და მიხეილ ბახტიძემ (+91 კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. 
აღსანიშნავია, რომ ტურნირის საუკეთესო მწვრთნელად საქართველოს ნაკრების თავკაცი რამაზ ფალიანი დასახელდა. 
ალმა-ატას პარალელურად ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა ჭაბუკ მოკრივეთა შორის, სადაც ქართველებმა 15-მდე ქვეყნის სპორტსმენებს შორის 5 მედალი დაისაკუთრეს. 
ჯემალ შალამბერიძემ (60 კგ) და ირაკლი ქათამაძემ (70 კგ) ფინალური ორთაბრძოლები დათმეს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს. დიმიტრი კოპაძე (63 კგ), ვასილ წიწილაშვილი (75 კგ) და ლაშა ღვალაძე (80 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები