მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ქართული წარმომადგენლობები >> ძიუდოისტების ევროშემადგენლობა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ავსტრიელმა მწვრთნელმა, პიტერ ზაიზენბახერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

კონტინენტის პირველობა თურქეთის ქალაქ სტამბოლში 21-24 აპრილს ჩატარდება. წელს პირველად, მსგავსი დონის შეჯიბრებაზე ერთ წონაში ნაკრებიდან 2 კაცის დაყენაბაა შესაძლებელი. ზაიზენბახერმა ეს შანსი გამოიყენა და ევროპის ჩემპიონატზე 7 წონით კატეგორიაში 14 ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს:

60 კგ. ბეთქილ შუკვანი, ამირან პაპინაშვილი

66 კგ. შალვა ქარდავა, გიორგი შოშიაშვილი

73 კგ. ამბაკო ავალიანი, თენგიზ პაპოშვილი

81 კგ. ლევან წიკლაური, დავით კარბელაშვილი

90 კგ. ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა გურული

100 კგ. ირაკლი ცირეკიძე, ლომერ ჟორჯოლიანი

+100 კგ. ნოდარ მეტრეველი, ზვიად ხანჯალიაშვილი

საქართველოს ნაკრები თურქეთში 20 აპრილს, გამთენიისას გაემგზავრება. შეჯიბრების პირველი სამი დღე ინდივიდუალურ პირველობას დაეთმობა, უკვე დასკვნით მეოთხე დღეს, 24 აპრილს, სტამბოლურ ტატამზე გუნდური ჩემპიონატიც ჩატარდება. სპეციალურად ამისათვის, ზაიზენბახერმა ნაკრების შემადგენლობას კიდევ სამი სპორტსმენი დაამატა - ნუგზარ ტატალაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ალექსანდრე მსხალაძე.

ტაბულა

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები