მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ქართული წარმომადგენლობები >> Eurasianet.org - ქართულ მთავრობას უნარი აქვს, ყველაფერი, მათ შორის ომიც კი, შოუბიზნესის მოვლენად აქციოს

ქართველების მიერ დაფინანსებული მძაფრსიუჟეტიანი ფილმი, სახელწოდებით 'აგვისტოს ხუთი დღე', როგორც ჩანს, გართობასა და პროპაგნადას შორის ზღვარს აფერმკრთალებს, - წერს გამოცემა Eurasianet.org.  
ჟურნალისტი გიორგი ლომსაძე აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ფილმის გამოსვლა ეკრანებზე 19 ივნისისთვისაა დაგეგმილი და ვარაუდობენ, რომ ზაფხულის ბლოგბასტერი გახდება. 
'ფილმი თავისთავად სტანდარტული მძაფრსიუჟეტიანი თრილერია, კლიშირებული სცენარით, ხატოვანი საბრძოლო ეპიზოდებითა და უამრავი აფეთქებით. სიუჟეტის ქარგას ქმნის ფრენდის პერსონაჟის ამბავი, რომელიც რუსული შეირაღებული ძალებისა და დაქირავებული ბოევიკების ინტერვენციით გამოწვეული ქაოსის ფონზე იშლება. რაღა თქმა უნდა, სიუჟეტის სიმძაფრისათვის, ამერიკელ ჟურნალისტს უყვარდება ქართველი ქალი, რომელსაც ემანუილ შრიკი განასახიერებს', _ წერს ჟურნალისტი. 
გიორგი ლომსაძე შენიშნავს, რომ ქართველი კრიტიკოსებისა და პოლიტოლოგების ყურადღება სიუჟეტური ხაზის მიღმა არსებულმა ამბავმა მიიქცია. ფილმში ისეა აღწერილი რუსული ინტერვენცია, რომ გახსენდება აშკარად ანტი-რუსული ინტონაცია 1988 წლის ფილმისა 'რემბო -3', სადაც სილვესტერ სტალონეს საკულტო გმირი ავღანეთში რუსული საოკუპაციო არმიის წინააღმდეგ იბრძვის და იმარჯვებს. 'აგვისტოს ხუთი დღე' ღიად იკავებს გარკვეულ პოზიციას და რუსული ექსპანსიონიზმის ბოროტებაზე არც თუ ისე ნატიფი გზავნილია.
'ადგილობრივი კრიტიკოსები პოლიტიკის და ხელოვნების სფეროდან ერთ შეკითხვას სვამენ - შეძლებს კი ფილმი წარმატების მოპოვებას? დავით ბუხრიკიძის, ჟურნალ 'ლიბერალის' კრიტიკოსის თქმით, ფილმი ასეთ საკითხს აყენებს დღის წესრიგში: რამდენად ეთიკურია, 'ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესებისა და ეროვნული ინტერესების განხორციელების მცდელობა, სხვათა ტრაგედიის ექსპლუატაციით'. სხვა კრიტიკოსებს აინტერესებთ, შეძლებს თუ არა ფილმი კომერციული წარმატების მოპოვებას საქართველოს ფარგლებს მიღმა. 'მძაფრსიუჟეტიანი ფილმისთვისაც კი, ამბავი ძალიან მარტივია და არაა კარგად დამუშავებული', - ამბობს კრიტიკოსი გოგი გვახარია. 'პერსონაჟები უსახურნი არიან, ხოლო ენდი გარსია (პრეზიდენტ სააკაშვილის როლში) კარიკატურული', _ წერს Eurasianet.org.
გიორგი ლომსაძე წერს, რომ სააკაშვილის ადმინისტრაციამ 6 ივნისის პრემიერისთვის ძალა არ დაიშურა იმ იმედით, რომ პოზიტიურ გამოხმაურებას მიიღებდა. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სტოუნი ფილმში მონაწილეობას არ იღებდა, რეალურმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და ქართულმა მედიამ ყველაზე მეტი ყურადღება მას დაუთმეს. 
'სააკაშვილის ადმინისტრაციამ საომარი სცენების გადაღებისას ჯგუფი ტანკებით და ვერტმფრენებით უზრუნველყო და გადაღებებში ქართველი ჯარისკაცების სტატისტებად გამოყენების ნებართვაც გასცა. ფილმის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი ანონიმური ქართული კომპანიაა', _ წერს ლომსაძე.
მისივე თქმით, პრემიერაზე მისულ აუდიტორიაზე ფილმმა, როგორც ჩანს, სხვადასხვაგვარი შთაბეჭდილება დატოვა. ერთნი განცვიფრებულნი იყვნენ იმით, რომ ქართულ მთავრობას უნარი აქვს, ყველაფერი, მათ შორის ომიც კი, შოუბიზნესის მოვლენად აქციოს, სხვებს არ მოსწონდათ გამარტივებული სურათი: კარგი ქართველები - ცუდი რუსები.

'ზოგიერთი მაყურებელი ფილმის ყურებისას, იმის გამო, თუ როგორი გაცვეთილი და შელამაზებული იყო საქართველო ჰოლივიდური თვალთახედვიდან, იცინოდა და უხერხულობისგან სახეს ხელებში მალავდა. ფილმი შელამაზებულია ეთნო-კულტურული ელემენტებით - ნაციონალური კოსტიუმებით, ცეკვითა და სიმღერით. რუსული ჯარისა და ოსი გასამხედროებული ფორმირებების მიერ ქართული სოფლების ეთნიკური წმენდების შთამბეჭდავმა ეპიზოდებმა მყისიერად ჩაუქრო ღიმილი ამ მაყურებლებს. ბევრისთვის ომით მიყენებული ჭრილობები დღემდე მტკივნეულია. ფინალური სცენის შემდეგ, სადაც რეალურ დევნილებს ხელში კონფლიქტში დაღუპული შვილების, მამებისა და ბებიების სურათები უკავიათ, ზოგიერთმა მაყურებელმა კინოთეატრი პირქუშ განწყობაზე დატოვა. 'შესაძლოა ეს მიამიტური მძაფრსიუჟეტიანი თრილერია, მაგრამ მან მე იმ დღეების კოშმარი გამახსენა', - განაცხადა მაია ედილაშვილმა, თბილისური გაზეთის რედაქტორმა Eurasianet.org-თან საუბრისას.
სტატიის ქართულ ვერსიას Foreignpress.ge აქვეყნებს.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები