მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ქართული წარმომადგენლობები >> 'UEFA' მიმდინარე წლის ზაფხულში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს გამოავლენს

 

ევროპული სპორტული მედია (ESM) და 'UEFA' მიმდმინარე წლის ზაფხულში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს გამოავლენს. ცნობილია საუკეთესო ფეხბურთელების გამოვლენის ვადები და პროცედურები.

'UEFA'-ს ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, საუკეთესო ფეხბურთელს 53 ქვეყნის სპორტული მედიის წარმომადგენლები გამოავლენენ. ჟურნალისტები დაასახელებენ სამ ფეხბურთელს, რომელთაგან პირველ ადგილზე გასული მიიღებს ხუთ ქულას, მე-2 ადგილზე გასული - სამ ქულას და მე-3 ადგილზე გასული - ერთ ქულას.

25 ივლისს გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდება, ხოლო პირველ სამ ადგილზე გასული ფეხბურთელი საბოლოო გამოკითხვაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 25 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის დროს მონაკოში გაიმართება. სამ ფეხბურთელს შორის საუკეთესოს ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის დახმარებით ადგილზე გამოავლენენ.

ჯეონიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები