მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი
 
თურქულმა 'ქაისერისფორმა' ამხანაგურ მატჩში ესპანურ 'ხეტაფეს' სოლიდურად, 3:0 სძლია. შოთა არველაძის გუნდმა სამივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანა. ზურაბ ხიზანიშვილი 'ქაისერის' ძირითადში კი იყო, მაგრამ მოედანი მე-5 წუთზე დატოვა და უნდა ვივარაუდოთ, რომ ამის მიზეზი ტრავმაა. იმედია, თურქების ქართველ ახალწვეულს სერიოზული არაფერი აწუხებს და საქართველოს ნაკრებს პოლონეთში არ დააკლდება. sportall.ambebi.ge ე.შ ...
2011-07-29 11:07:26
 
გუშინ ბერლინის პირთამდე სავსე 'ოლიმპიაშტადიონზე' ლევან კობიაშვილის 'ჰერტამ' ამხანაგური მატჩი მადრიდის 'რეალთან' გამართა და 1:3 წააგო. ამ შეხვედრაში ჩვენი თანამემამულე მარკუს ბაბელმა 59-ე წუთამდე ათამაშა, შემდეგ კი ნოიმანით შეცვალა. როცა ქართველი ლეგიონერი მოედნიდან გადიოდა, ანგარიში უკვე 1:3 იყო, თუმცა მას 'რეალის' რომელიმე გოლში ვერ დავადანაშაულებთ. თავიდან, მე-18 წუთზე, ბერლინელებმა გახსნეს ანგარიში, როცა ...
2011-07-28 11:07:42
 
  საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა, რევაზ ნადარეიშვილმა და შოთა გოგისვანიძემ ბუქარესტში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა შეხვედრა მოიგეს და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. ამრიგად, ვლადიმერ ადეიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა სეზონის უმთავრესი შეჯიბრება 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ნადარეიშვილმა ფინალში უკრაინის სახელით მოჭიდავე შავკანიანი ჟან ბელენიუკი დაამარცხა, ხოლო შოთა ...
2011-07-28 01:07:25
 
  უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში 'ზესტაფონი' ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ავსტრიულ 'შტურმს' დაუპირისპირდება. ავსტრიული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, იმერლებს ევროპის ლიგის ჯგუფურ ტურნირში მოხვედრა გარანტირებული ექნებათ. თუ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფშიც იმარჯვებენ, ქართული გუნდი ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ჯგუფამდე გააღწევს. 'ზესტაფონს' ცენტრალური მცველი გიორგი ხიდეშელი ვერ დაეხმარება, რომელიც გუნდს ...
2011-07-26 07:07:52
 
საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები B დივიზიონის ჩემპიონია. დავით უსტიაშვილის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც 22 გუნდი მონაწილეობდა, პირველი ადგილი დაიკავა. მას შემდეგ, რაც ქართველებმა გუშინწინდელ ნახევარფინალში ჩეხეთს აჯობეს და A დივიზიონის საგზური გაინაღდეს, გუშინ ფინალი ითამაშეს და ესტონეთის ნაკრები დამაჯერებლად - 79:70 დაამარცხეს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ და საუკეთესო ...
2011-07-25 12:07:34
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები