მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი
 
პოლონეთის ექსტრაკლასაში კვლავ გამოიჩინა თავის 'ვიძევის' 19 წლის ქართველმა ფორვარდმა ნიკა ძალამიძემ. ლოძის'ვიძევი' სტუმრად ვროცლავის 'სლასკის' 2:2 დაუზავდა. ძალამიძე მოედანზე მეორე ტაიმში გამოვიდა და გოლი მატჩის 73-ე წუთზე გაიტანა, როდესაც საჯარიმოს მისადგომებთან მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი, ორ მცველს მოძრაობაში გაცდა და საჯარიმოში შესულმა ზუსტად დაარტყა. ამ გოლის შემდეგ ანგარიში 2:0 გახდა ...
2011-04-10 02:04:42
 
გუშინ სპორტის სასახლეში 10 ათასამდე გულშემატკივარი შეიკრიბა. იოლი მისახვედრია, რომ ერთანეთის წინაშე შსს და 'არმია' წარდგნენ. ძალოვანთა გუნდების ურთიერთდაპირისპირებას ყოველთვის დამატებითი ემოცია ახლავს, რაც კალათბურთელებზეც მოქმედებს და წინასწარ მოტივაციაზე ზრუნვა არავის სჭირდება - მატჩს ორივე გუნდის კალათბურთელები მაქსიმალურად მობილიზებულები ხვდებიან. გუშინ, საწყისი სამი მეოთხედის განმავლობაში ემოცია ემოციას მიემატა და ბოლოს იფეთქა. ...
2011-04-10 02:04:58
 
ნიჟნი ნოვგოროდის 'ვოლგას' ქართველი მცველი გია გრიგალავა უახლოეს პერიოდში საქართველოს პასპორტს დაიბრუნებს. ინფორმაცია ფეხბურთელის მამამ, ალეკო გრიგალავამ დაგვიდასტურა. მისი თქმით, ფეხბურთის ფედერაციიდან დაუკავშირდნენ და გიას პასპორტის სასწრაფოდ გაკეთება სთხოვეს.ეს ლოგიკურად იმაზე მიუთითებს, რომ თემურ ქეცბაია გრიგალავას ეროვნულ ნაკრებში მიწვევაზე ფიქრობს. ინფორმაცია გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ ასეც არის, მაგრამ 3 ივნისს ...
2011-04-09 03:04:19
 
მალხაზ ასათიანი მოსკოვში სავიზო პრობლემებს აგვარებს. მას 'სპორტ-ექსპრესმა' ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც მან განაცხადა, რომ ახალ გუნდში ჩარიცხვას ზაფხულში იმედოვნებს. ახლა სატრანსფერო ფანჯარა ყველგან დახურულია (თუ არ ჩავთვლით ფინეთს), კლუბები დაკომპლექტებულია და მოუმზადებელი ფეხბურთელის დამატებას ამიტომაც ერიდებიან. მალხაზმა დაადასტურა 'ლელოში' გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მის მიმართ ინტერესს მახაჩყალის 'ანჟი' იჩენდა, თუმცა იქვე ...
2011-04-09 03:04:34
 
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპირველაპრილო გამოსვლაში, ოღონდ სერიოზულად, ფეხბურთის განვითარებაზე ილაპარაკა და სასწრაფოდ გასაკეთებელ საქმეთა შორის დაასახელა მოედნების საფრისა და სტადიონების ინფრასტრუქტურის განახლება, 'საზოგადოებრივ მაუწყებელზე' ეროვნული ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირება და სკოლა-ინტერნატების სისტემის აღდგენა. შემდეგ ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაარსდება 'ჯვაროსნული აკადემიები', რომელსაც თემურ ქეცბაია და მისი სამწვრთნელი შტაბი უხელმძღვანელებდნენ. თუმცა დაკონკრეტებული ...
2011-04-09 03:04:59
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები