მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> 'აგვისტოს 5 დღე' კანის კინოფესტივალის ბაზრობაზე აჩვენეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე გადაღებული ფილმი 'აგვისტოს 5 დღე' კანის კინოფესტივალზე ბაზრობაზე 18 მაისს აჩვენეს. ინფორმაციას ამის შესახებ კანის ფესტივალზე მყოფი კინომცოდნე გოგი გვახარია ავრცელებს.
გვახარია რადიო 'თავისუფლების' ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგში წერს, რომ ფილმი ერთ-ერთი სასტუმროს კინოდარბაზში აჩვენეს.
'ვინ დაიჯერა, რომ ასეთ ფილმს ოდესმე ჩართავდა კონკურსში რომელიმე დიდი კინოფესტივალი? რატომ გვატყუებთ? რატომ იმეორებთ ურცხვად ამ ორ სიტყვას 'კანის კინოფესტივალი'? განა დაიმალება, რომ 'აგვისტოს 5 დღე' მხოლოდ და მხოლოდ კანის ფესტივალის ბაზრობაზე უჩვენეს, იქ, სადაც ფულს თუ გადაიხდის, ნებისმიერ სტუდიას შეუძლია უჩვენოს თავისი ახალი ფილმი?' - წერს კინომცოდნე.
წერილში სათაურით 'უნიჭობის მავნებლობა (ენდი გარსია თუ მიხეილ სააკაშვილი?)' გვახარია აღნიშნავს, რომ 'აგვისტოს 5 დღემ' საბჭოთა დროინდელი ფილმები გაახსენა, თავად ფილმი კი ომის კარიკატურას ჰგავს. 
'თუკი ფილმს 'ქართული თვალ-ყურით' აღვიქვამთ, აუცილებლად გაგვეცინება ინგლისურზე, რომლითაც ენდი გარსია საუბრობს. მიხეილ სააკაშვილს ყველაფერი შეიძლება დააბრალო, გარდა იმისა, რომ ცუდად ფლობს ინგლისურ ენას. ამას რომ უყურებ (და უსმენ), ეგრევე მეორე მსოფლიო ომზე გადაღებული საბჭოთა ფილმები გახსენდება - ქართული აქცენტით მოსაუბრე სტალინი, ბერია და სხვები (აქ კახა ლომაიას, დავით კეზერაშვილს და თემურ იაკობაშვილს იხილავთ ვიღაც ძალიან ცუდი მსახიობების შესრულებით). დაუმატეთ ამ ყველაფერს ფილმის სწორხაზოვანი დრამატურგია, კონფლიქტის უსაშველოდ პროპაგანდისტული რაკურსით წარმოდგენა და პროპაგანდის ნაცვლად (თითქმის არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ 'აგვისტოს 5 დღე' თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც პროპაგანდისტული ფილმი, რომელსაც მსოფლიოსთვის ჩვენი ქვეყანა დიდი რუსული იმპერიის მსხვერპლად უნდა წარმოედგინა) მივიღებთ 'ანტიპროპაგანდას'. რუსეთის ჯარისკაცები ზუსტად ისე იქნებიან წარმოდგენილნი, როგორც ნაცისტები მეორე მსოფლიო ომზე გადაღებულ ცუდ საბჭოთა ფილმებში - კარიკატურის სახით', _ აღნიშნავს გვახარია. 
ქათულად გახმოვანებული 'აგვისტოს 5 დღის' პრემიერა 5 ივნისს გაიმართება 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები