მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> 'აგვისტოს 5 დღის' მსოფლიო პრემიერა დღეს ვალენსიის კინოფესტივალზე გაიმართება

საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის შესახებ რეჟისორ რენე ჰარლინის მიერ გადაღებული ფილმის 'აგვისტოს 5 დღე' მსოფლიო პრემიერა დღეს ვალენსიის კინოფესტივალზე შედგება .
როგორც 'ინტერპრესნიუსს' დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცნობეს, პრემიერას დაესწრებიან დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია, რეჟისორი რენე ჰარლინი, მუსიკოსი ნიკა მემანიშვილი და მომღერალი სოფო ნიჟარაძე . ფილმს ვალენსიის ფესტივალის არასაკონკურსო პროგრამაში აჩვენებენ. 
ჯერ კიდევ ფილმზე მუშაობის დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრემიერა 2010 წლის მაისში უნდა შემდგარიყო. მეორე ვერსიით, ფილმის პირველი საჯარო ჩვენება 8 აგვისტოს უნდა გამართულიყო. რენე ჰარლინის ფილმი საქართველო-რუსეთის ომს ეძღვნება. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ჰოლივუდის ვარსკვლავები რუპერტ ფრენდი, ველ კილმერი, ენდი გარსია, დინ კეინი და სხვები .  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები