მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> 'აგვისტოს 5 დღის' მსოფლიო პრემიერა ვალენსიის კინოფესტივალზე გაიმართება

საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის შესახებ რეჟისორ რენე ჰარლინის მიერ გადაღებული ფილმის 'აგვისტოს 5 დღე' მსოფლიო პრემიერა ვალენსიის კინოფესტივალზე მოხდება. 
როგორც 'ინტერპრესნიუსს' დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცნობეს, 14 აპრილისთვის დანიშნულ პრემიერას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია, რეჟისორი რენე ჰარლინი, მუსიკოსი ნიკა მემანიშვილი და მომღერალი სოფო ნიჟარაძე დაესწრებიან. ფილმს ვალენსიის ფესტივალის არასაკონკურსო პროგრამაში აჩვენებენ. 
ჯერ კიდევ ფილმზე მუშაობის დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრემიერა 2010 წლის მაისში უნდა შემდგარიყო. მეორე ვერსიით, ფილმის პირველი საჯარო ჩვენება 8 აგვისტოს უნდა გამართულიყო. რენე ჰარლინის ფილმი საქართველო-რუსეთის ომს ეძღვნება. ფილმში მთავარ როლებს ჰოლივუდის ვარსკვლავები რუპერტ ფრენდი, ველ კილმერი, ენდი გარსია, დინ კეინი და სხვები ასრულებენ. 

IPN.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები