მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> 'აგვისტოს 5 დღის' ქართულ ვერსიაში ენდი გარსიას მიხეილ სააკაშვილი გაახმოვანებს

'აგვისტოს 5 დღის' ქართულ ვერსიაში ენდი გარსიას თავად მიხეილ სააკაშვილი გაახმოვანებს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. 
ამასთან, როგორც ფილმის თანაპროდიუსერმა ნიკა ავალიანმა განაცხადა, რენი ჰარლინი მიერ გადაღებული ფილმი საქართველოს კინოთეატრებში 5 ივნისიდან ქართულ ენაზე გავა. 
მისივე თქმით, ფილმის ქართული პრემიერისთვის რეჟისორი რენი ჰარლინი საქართველოში საგანგებოდ ჩამოვა. 
ნიკა ავალიანის ინფორმაციით, ფილმმა ძალიან კარგი გამოხმაურება მოიპოვა ევროპისა და ამერიკის კინოფესტივალებზე. 
მისი მტკიცებით, ფილმი აჩვენეს როგორც ვენეციის, ისე კანის კინოფესტივალზე, ფილმმა მონაწილეობა მიიღო ევროპულ კინობაზრობაზე. 
ასევე, ნიკა ავალიანის ინფორმაციით, ფილმი აჩვენეს ლოს-ანჟელესში, ამერიკელმა კინომცოდნეებმა და კინოკრიტიკოსებმა რენი ჰარლინი 'აგვისტოს 5 დღე' შეაფასეს, როგორც სამხედრო დრამა. 
რაც შეეხება გადაწყვეტილებას,  რომ ფილმი ეჩვენებინათ ვალენსიის სათავგადასავლო ფილმების კინოფესტივალზე, ავალიანმა განაცხადა, რომ ფესტივალი საგანგებოდ აირჩა, რადგან ფილმი წარმოადგენს სამხედრო დრამას და, გარკვეულწილად, სათავგადასავლო ელემენტებსაც შეიცავს.
'მე ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ვალენსიის სათავგადასავლო კინოფესტივალი 'ა' კლასის ფესტივალად არ ითვლება. ალბათ ეს გემოვნების საკითხია.  თუმცა, არჩევანი ვალენსიის ფესტივალზე სწორედ იმიტომ გავაკეთეთ, რომ ფილმში არის დრამისა და სათავგადასავლო ფილმის ელემენტები', - განაცხადა ნიკა ავალიანმა. 
ფილმის თანაპროდიუსერი ვერ აკონკრეტებს ფილმის  ბიუჯეტის ზუსტ რაოდენობას. 'მე არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტური და შეგიძლიათ, მიმართოთ მთავარ პროდიუსერს ამ საკითხთან დაკავშირებით', - განაცხადა ნიკა ავალიანმა.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, ფილმის გადაღება, დაახლოებით, 20 მილიონი დოლარი დაჯდა. 
ვიდეო

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები