მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> ათენში პატრიარქისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

2012 წლის 22 აპრილს ათენში, თეატრ „პეროკეში'სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესადმი მიძღვნილი ღონისძიება შედგა, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იყო თამარ ბართაიას ავტორობით გადაღებული დოკუმენტური ფილმის „სტუმრად პატრიარქთან' და მისი უწმიდესობის მიერ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებების პრემიერა.

ღონისძიებაზე ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაციის თეატრალური სტუდიის და სტუდენტების მიერ წარმოდგენილი იქნა მხატვრულად გაფორმებული მისი უწმიდესობის დარიგებები, რამაც განსაკუთრებული განწყობა შექმნა დარბაზში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოდან ჩამობრძანებული და ათენში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირები: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარიარქის თანაშემწე დეკანოზი შალვა კეკელია, ათენის ქართული სამრევლოს წინამძღვარი არქიმანდრიტი აბიბოს ტარიადისი და არქიმანდრიტი თეიმურაზ-სინესიოს კალანდაძე, ასევე, ადგილობრივი არასამთავრობო და დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები და საბერძნეთში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელები.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარიარქ ილია მეორესადმი მიძღვნილი ღონისძიება, საბერძნეთში ქართველ სტუდენტთა და ახალგაზრდობის ასოციაციის და ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული, საკომუნიკაციო კომპანია „თაზამობილე'-ის მხარდაჭერით. ღონისძიება საქველმოქმედო დატვირთვასაც ატარებდა, შემოსული თანხის ნაწილი ათენის ვახტანგ VI--ის სახელობის საკვირაო სკოლას გადაეცა.

Georgian Students Association in Greece

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები