მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> არსენ ვენგერი: “5 პროცენტი დაგვრჩა”

 

ლონდონის 'არსენალის' მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ მისი გუნდი არასოდეს ნებდება და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის დღევანდელ განმეორებით შეხვედრაში 'მილანთან' მაქსიმუმს გააკეთებს სასურველი შედეგის მისაღწევად.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა 'სანი სიროზე' 'მილანის' გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

'არ დავიწყებ ახლა იმის ლაპარაკს, რომ 5 გოლის გატანის დიდი შანსი გვაქვს, მაგრამ 'არსენალი' არ აპირებს უბრძოლველად დანებდეს მეტოქეს. სტატისტიკურად ჩვენ დაგვრჩა 5 პროცენტი, რომ მეოთხედფინალში გავიდეთ და მე მჯერა ამ 5 პროცენტის.

გამარჯვება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ 90 წუთი მაქსიმუმი თავდადებით ვითამაშებთ და ზუსტად ასეთი ამოცანა დგას გუნდის წინაშე. ვან პერსი? რაღა თქმა უნდა ის სასტარტოში დაიწყებს...აბა როგორ უნდა ვიფიქრო 5 გოლის გატანაზე, თუ მას არ დავაყენებ ძირითად შემადგენლობაში?' - განაცხადა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ვენგერმა.

თავის მხრივ, 'მილანის' მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი თვლის, რომ 'არსენალი' დღეს სულ სხვა გუნდი იქნება და შეეცდება, რომ რაც შეიძლება მაღალ ტემპში ითამაშოს.

'ჩვენს წინააღმდეგ დღეს სულ სხვა გუნდი ითამაშებს, სრულიად განსხვავებული იმისგან, რაც იყო 2 კვირის უკან. 'არსენალი' მთელს თავის ძალებს ჩართავს ბრძოლაში, რადგანაც დასაკარგი არაფერი აღარ აქვს.

იმ წაგების შემდეგ გუნდმა რამდენიმე ნათელი მატჩი ჩაატარა - უბრალოდ ნახეთ, რა უქნეს მათ 'ტოტენჰემსა' და 'ლივერპულს'. ასეთი შეხვედრები კი საგრძნობლად მატებენ მოტივაციას' - თქვა ალეგრიმ.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები