მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> არქეოლოგებმა უძველეს საყოფაცხოვრებო ნივთებს მიაკვლიეს

 

ბათუმის არქეოლოგური მუზეუმის თანამშრომლებმა,  ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გობრონეთში ბრინჯაოს ნაკეთობებს - უძველეს საყოფაცხოვრებო ნივთებს მიაკვლიეს, მათ შორის ბრინჯაოს ზოდი აღმოაჩინეს, რომლისგანაც სამეურვეო და საბრძოლო იარაღს ამზადებდნენ.

გათხრების შედეგად რკინის მეტალურგიის ნაშთებიც იპოვეს. ამ აღმოჩენით დასტურდება, რომ ჭოროხის აუზის მკვიდრი კოლხები ბრინჯაოსა და რკინის ნიშნებს თავად ქმნიდნენ და აქტიურადაც მოიხმარენ.

ასევე ნაპოვნია რომაული ხანის ქვევრი, რომელშიც ყურძნის ნარჩენებია შემორჩენილი. როგორც 'ჯეონიუსისთვის' გახდა ცნობილი, ექსპერტები ამჟამად ყურძნის ჯიშის დადგენას ცდილობენ.

შეგახსენებთ, რომ ნასახლარი დაახლოებით 5 000 წლის წინანდელია, სადაც კოლხური ტომები ცხოვრობდნენ.

ჯეონიუსი

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები