მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> არჩილ ჭყოიძე: საშინელებაა, შერონ სტოუნს მილიონებს ვახარჯავთ, ვეტერანთა პენსია კი 80 ლარია

 

ილია ჭავჭავაძის ძეგლთან 'ერეკლე მეორეს საზოგადოების' წევრებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც ისინი ხელისუფლებას ძეგლის და ქართული ეკლესია-მონასტრების უყურადღებობაში ადანაშაულებენ. როგორც ჩვენი კორესპონდენტი საგურამოდან გვატყობინებს, იქ შეკრებილები არიან საზოგადოების წევრები, ვეტერანი ჟურნალისტები და ის ადამიანები ვინც ამ პრობლემის მოგვარებაში აქტიურად არიან ჩართულები.

'მაშინ როდესაც, აფხაზეთის ვეტერანებს პენსია 80 ლარი აქვთ და ამ დროს, ჩვენი ხელისუფლება, ბიზნესმენები მილინობით თანხას შერონ სტოუნს ახარჯებს, საშინელებაა. აქ ხედავთ, ილია ჭავჭავაძის ძეგლი რა მდგომარეობაშია, ეს უბრალოდ სირცხვილია. ჩვენ გავამზადებთ წერილს, რომელსაც მუნიციპალიტეტში შევიტანთ. მას ექნება ხელმოწერა, როგორც ჩვენი საზოგადოების, ასევე ჟურნალისტების, ნებისმიერი ადამიანის ვისთვისაც ღირებულია ქართული ფასეულობები ისტორია, ვინც პატივს სცემს ჩვენ სულიერ მამას. ჩვენ შევეცდებით, ყველა კანონიერი გზით ვიმოქმედოთ. ეს არ არის მომგებიანი ჩვენი ხელისუფლებისთვის და სამწუხაროდ ამ თემით არც ოპოზიცია დაინტერესებულა. მათი საქმე შემოიფარგლება მხოლოდამხოლოდ ხელისუფლების ლანძღვა-გინებაში. ღირებული საქმე მათ არ აინტერესებთ', - განაცხადა 'ჯეონიუსთან' საუბარში საზოგადოების ხელმძღვანელმა, არჩილ ჭყოიძემ.

ბრიფინგზე სიტყვით გამოვიდა ჟურნალისტი დევიდ ბერძენიშვილიც. 'ასე ცხოვრება არ შეიძლება. თუ არ შეიცვლება სიტუაცია, არ ვიზრუნეთ ჩვენ ღირებულებებზე - გადავგვარდებით', - თქვა, მან.

გარდა, სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებისა, ამ ამბით არც ტელე-მედია დაინტერესებულა. კითხვაზე, რამ განაპირობა ყოველივე ეს, 'ჯეონიუსს' უპასუხეს: 'მათ სკანდალი უყვართ და რეალური საქმე არ აინტერესებთ, აქედან გამომდინარე ოპოზიციონერმა ტელევიზიებმა თავი შეიკავეს. მიუხედავად იმისა, რომ რელიზები ჩვენ ყველას გავუგზავნეთ', - თქვა ჭყოიძემ.

შეგახსენებთ, რომ 'ერეკლე მეორეს საზოგადოება' 2008 წლის დეკემბერში დაფუძნდა და მისი ძირითადი მიზანია რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა.  მისი დაფუძნების აუცილებლობა საქართველოში აგვისტოში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია.

ჯეონიუსი

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები