მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> ბათუმის პიაცაზე 'სუხიშვილების' შესრულებულმა 'ჯუთამ' განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა

 

ბათუმის პიაცაზე კონცერტი 'სუხიშვილებმა' გამართეს. საღამოზე წარმოდგენილი იყო შერეული პროგრამა, სადაც მოცეკვავეებმა მაყურებელს ძველი და ახალი ცეკვები შესთავაზეს. კონცერტი ცეკვა 'ქართულით' დაიწყო.

როგორც ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნანუ სუხიშვილმა 'ჯეონიუსთან' აღნიშნა, - 'განსაკუთრებული კონცერტი იყო, იმიტომ რომ ბათუმის პიაცაზე პირველად გამოვედით და აქ მაყურებელი ფეხზე დამდგარი გვიკრავდა ტაშს'.

საღამოზე სულ 17 ცეკვა შესრულდა, მათგან კი განსაკუთრებული ოვაციები 'ჯუთამ' დაიმსახურა. კონცერტის დასასრულს მაყურებლის თხოვნით მოცეკვავეებმა აღნიშნული ცეკვა კიდევ ერთხელ შეასრულეს.

'ყოველწლიურად ტრადიციად გვექცა, ბათუმის სეზონი ჩვენი კონცერტით გავხსნათ. მაყურებლის რეაქციიდან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ კონცერტმა წარმატებით ჩაიარა', - თქვა, ილიკო სუხიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წელია ბათუმში სეზონს 'სუხიშვილები' ხსნიან, თუმცა პიაცაზე მათი კონცერტი პირველად მოეწყო.

 

ჯეონიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები