|
|
ბათუმის პიაცაზე ცნობილი ქართველი მომღერალი თამარ გვერდწითელი იმღერებს. კონცერტი სახელწოდებით 'შერბურნის ქოლგები' 15 აგვისტოს გაიმართება. მსმენელის წინაშე თამარ გვერდწითელთან ერთად თბილისისა ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი, იტალიელი დირიჟორი ჯან-ლუკა მარჩიანო და დიდი მაესტრო მიშელ ლეგრანი წარსდგებიან.
კონცერტის ორგანიზატორებია ჯეო-არტ ჰოლდინგი, აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია. ბილეთები თბილისის მარჯანიშვილის თეატრისა და ბათუმი დრამატული თეატრის სალაროებში გაიყიდება. კონცერტი 21 საათზე დაიწყება.
რუსთავი 2
ე.შ
|
|
|
|
მსგავსი თემები
|
|
|
|
|