მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> 'ბორჯღალოსნები' 'IRB'-ს ერთა თასზე სამხრეთ აფრიკის კინგსს დაუპირისპირდება

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დაგეგმილ ერთა თასზე პირველ მატჩს 10 ივნისს სამხრეთ აფრიკის კინგსთან ჩაატარებს. თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, რეფერი კი ფრანგი ჟერომ გარსეა.

ქართველი მორაგბეების მორიგი მეტოქე 15 ივნისს არგენტინის იაგუარები იქნებიან. 19 ივნისს კი დიქსონის შეგირდები ნამიბიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

'ბორჯღალოსნები' ბუქარესტულ ტურნირს, ტრადიციულად, გადახალისებული შემადგენლობით სტუმრობენ. ნაკრების თავკაცი რიჩი დიქსონი მოთამაშეებზე დაკვირვებას და მათთვის თავის გამოსაჩენად შანსის მიცემას განაგრძობს.

'IRB'-ს ერთა თასის დასრულების შემდეგ მალევე, ეროვნული გუნდი სრული შემადგენლობით შეიკრიბება და მსოფლიოს თასისთვის მზადებას დაიწყებს.

 

ჯეონიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები