მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> განრისხებულმა მეტოქემ ზაზა ფაჩულიას ბურთი ესროლა

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში 'ატლანტა ჰოქსთან' 'მაიამის' ცენტრი ჟიდრუნას ილგაუსკასი მოედნიდან გააძევეს. მას ნერვებმა უმტყუნა.

შეხვედრის დასრულებამდე 3.5 წუთით ადრე 'ჰოქსის' ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ ლიტველი დაჯაბნა, ბურთი კალათში მოათავსა და თავისი გუნდის ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა (87:88). ამან ლიტველი ისე განარისხა, რომ ბურთი აიღო და თავისი ფარისკენ შებრუნებულ ფაჩულიას ზურგში ესროლა. მსაჯებმა ილგაუსკასი გასახდელში გაგზავნეს.

თამაშის შემდეგ, რომელიც 'მაიამის' გამარჯვებით 98:90 დასრულდა, ზაზა ფაჩულიამ თქვა: 'უცებ ვერ მივხვდი, ეს ბურთი იყო თუ დარტყმა. არც კი ვიცი, რამ გამოიყვანა ის მწყობრიდან. ჟიდრუნასი ერთ-ერთი საუკეთესო ბიჭია. ვაპირებ დავურეკო. ან შესაძლოა, უბრალოდ შეტყობინება გავუგზავნო. ახლა ჩემს ზარს ალბათ არც უპასუხებს.'

sportall.ge

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები