მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> გიორგი დევდარიანმა “დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

გიორგი დევდარიანმა თბილისის 'დინამოს'  მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. წასვლის შესახებ, კლუბის ვებგერდზე დევდარიანის  განცხადება გავრცელდა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მან კლუბი იმის გამო დატოვა, რომ მასსა და ფეხბურთელებს შორის კომუნიკაცია არ შედგა.

მივიღე გადაწყვეტილება დინამოს დატოვების თაობაზე. ამ ეტაპზე ჩემსა და ფეხბურთელებს შორის არ შედგა კომუნიკაცია, ჩვენ სხვადასხვა განზომილებაში ვიმყოფებით. წლების მანძილზე ბავშვებთან მუშაობის შედეგად, ფეხბურთელების მხრიდან მიჩვეული ვიყავი სათამაშო დისციპლინის სრულ მორჩილებას, რაც ამ შემთხვევაში ვერ მოვახერხე. ძალიან გამიჭირდა წლების მანძილზე ჩემს გაწვრთნილ 19-წლამდელთა ნაკრებზე უარის თქმა, მაგრამ წინ დინამო დავაყენე, ვინაიდან მჯეროდა წარმატების. სამწუხაროდ, მოლოდინი არ გამართლდა. როდესაც გუნდი ვერ აჩვენებს სათანადო შედეგს, ან მწვრთნელმა უნდა დატოვოს თანამდებობა, ან ფეხბურთელების ჯგუფმა. ამ შემთხვევაში გადავწყვიტე, რომ ჩემი წასვლა სწორი არჩევანი იქნებოდა. მე ისევ ვრჩები ქართული ფეხბურთის სამსახურში',- ნათვქამია განცხადებაში.

თბილისის „დინამოს' მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს, გუნდის მეორე მწვრთნელი რამაზ მუმლაძე შეასრულებს.

გიორგი დევდარიანი „დინამოს' მთავარი მწვრთნელის პოსტზე 1 თებერვლიდან მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 11 მატჩი გამართა, 4 მოიგო და 7 ფრედ დაასრულა. საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი' მადლობას უხდის გიორგი დევდარიანს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები