მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> გიორგი შავგულიძის გარდაცვალებიდან დღეს 52 წელი შესრულდა

 

ქართველი მსახიობის, გიორგი შავგულიძის გარდაცვალებიდან დღეს 52 წელი შესრულდა.  დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

1928 წელს, სკოლის დამთავრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ქუთაის-ბათუმის თეატრის დასში მუშაობდა, რომელსაც კოტე მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა. ორ წელიწადში მარჯანიშვილის თეატრი თბილისში გადავიდა (შემდგომ მარჯანიშვილის სახელობის თეატრი).

საქართველოს სახალხო არტისტი, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ორი ორდენით და მედლებითაა დაჯილდოებული.

გადაღებულია ფილმებში: „დიადი განთიადი', „გიორგი სააკაძე', „დავით გურამიშვილი', „ქეთო და კოტე', „ბედნიერი შეხვედრა', „ჭრიჭინა', „ცისკარა' და სხვა.

 http://geonews.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები