მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> გრიბოედოვის თეატრში ნიკო გომელაურის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

გრიბოედოვის თეატრის დიდ დარბაზში დღეს პოეტ ნიკო გომელაურის ახალი წიგნის 'ოცნებები მცნებებივით ირღვევიან' პრეზენტაცია და შემოქმედებითი საღამო გაიმართება . 
ღონისძიება გარდაცვლილი მსახიობისა და პოეტის მეუღლის, ნინა ჩოდრიშვილისა და ახალგაზრდა შემოქმედების ინიციატივით ტარდება. საღამოს წარუძღვება კახა მიქიაშვილი, რომელიც ახალგაზრდა პოეტებთან, ბიჭი ივანიშვილთან და ირაკლი გაფრინდაშვილთან ერთად წიგნში შესულ ლექსებს წაიკითხავს.
უკანასკნელ წლებში ნიკო ოცნებობდა სქელყდიანი წიგნის გამოცემაზე, სადაც მისი შემოქმედების რჩეული ნაწარმოებები შევიდოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, მისი მეუღლის ნინას ინიციატივითა და კომპანია 'ნატახტარის' მხარდაჭერით გამოიცა წიგნი, რომელშიც პოეტის ცნობილი ლექსების გარდა, ჯერ გამოუქვეყნებელი ნაწარმოებებიც არის შესული. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები