მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> დიდ ბრიტანეთში ქართველი მხატვრების გამოფენა გაიხსნება

დიდ ბრიტანეთში ქართველი მხატვრების გამოფენა გაიხსნება. როგორც 'ინტერპრესნიუსს' თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრიდან აცნობეს, 1 მაისიდან 7 მაისის ჩათვლით, ქალაქ ბრისტოლში, 7 ქართველი მხატვრის გამოფენა გაიხსნება, რომელიც ორი ქალაქის- თბილისისა და ბრისტოლის დაძმობილების 24 წლისთავს მიეძღვნება. 
ბრიტანელი დამთვალიერებლის წინაშე წარდგენილი იქნება ოლეგ ტიმჩენკოს, თინა ცხადაძე-რატიანის, ლევან ხარანაულის, დავით ალექსიძის, კოტე სულაბერიძის, მიხო ქოჩაკიძისა და მიშა გოგრიჭიანის ნამუშევრები.
გამოფენას ერთი კვირის მანძილზე უმასპინძლებს ბრისტოლის მთავარი მუზეუმის საგამოფენო სივრცე, წარმოდგენილი იქნება თითოეული მხატვარის 3 ნამუშევარი _ სულ 21 ტილო. 
გამოფენაზე მოწვეული იქნებიან ბრისტოლის მერიის წარმომადგენლები და მათი სტუმრები, მასმედიის, ქართული დიასპორის და საელჩოს წარმომადგენლები.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები