მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> 'დინამომ' ევროპის ლიგის პლეი ოფში თამაში ფაქტობრივად გაინაღდა

 

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა. თბილისის 'დინამო' ისლანდიური 'რეიკიავიკის' დაუპირისპირდა და სტუმრად გამანადგურებელი ანგარიშით 4-1 დაამარცხა, რაც ფაქტობრივად ევროპის ლიგის პლეი ოფში თამაში გაინაღდა.

აღსანიშნვაია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები 2 წუთზე ბალდვინსონის გოლის წყალობით დაწინაურდნენ, 'დინამომ' მაინც შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და ალექს გარსიას გუნდიდან გოლები კახელიშვილმა, იაგუემ, ხისკომ (თერთმეტმეტრიანით) და ლექვთაძემ გაიტანეს.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო შეხვედრას 'დინამო' 'რეიკიავიკის' წინააღმდეგ 4 აგვისტოს ეროვნულ სტადიონზე გამართავს.

თავისი შეხვედრა გამართა რუსთავის 'მეტალურგმა' ფრანგულ 'რენის' წინააღმდეგ. რუსთაველებმა ვერაფერი მოუხერხეს მეტოქეს და ანგარიშით 2:5 დამარცხდნენ, რითაც საპასუხო მატჩი, რომელიც 4 ავისტოს საფრანგეთში გაიმართება ფორმალობად აქცია. 'მეტალურგის' მხრიდან გოლები ლაშა ჯაფარიძემ და ლუკა რაზმაძემ (თერთმეტმეტრიანით) გაიტანეს, ხოლო ფრანგების მხრიდან ფერემ, პიტროიპამ და ბუკარიმ კი დუბლი შეასრულეს.

საპასუხო შეხვედრა საფრანგეთში ასევე 4 აგვისტოს გაიმართება.

ჯეონიუსი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები