მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> დღის სუპერმატჩი: საფრანგეთი vs ინგლისი

დღეს დონეცკის 'დონბას არენაზე' ევროპის ჩემპიონატის პირველი დღის ერთ-ერთი მთავარი მატჩი გაიმართება - ისტორია, ტრადიცია, განსაკუთრებული გულშემატკივრობა, ზღვა ემოციები და მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება - ეს ყველაფერი სუპერშეხვედრა საფრანგეთი-ინგლისია.

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა ღიად განაცხადა თავისი გუნდის ამბიციების შესახებ და თქვა, რომ მიზანი იგივეა, რაც ესპანეთს ან გერმანიას აქვთ - ანუ ჩემპიონობა.

'ინგლისს ყოველთვის უნდა გამარჯვების მოპოვება, განსაკუთრებით საფრანგეთთან. მე 2 წელი ვთამაშობდი ინგლისში და კარგად ვიცი ინგლისური საფეხბურთო მენტალიტეტი, სული. ჩვენ განვიხილეთ მათი ბოლო ორი ამხანაგური მატჩი - ჯერარდს შესანიშნავი გადაცემები აქვს, ფლანგებზე კი უსწრაფესი ფეხბურთელები ჰყავთ, ასე რომ, არ უნდა დავუტოვოთ თავისუფალი სივრცეები სწრაფი შეტევებისათვის.

ჩვენ იგივე ამბიციები გვაქვს, რაც ესპანეთსა და გერმანიას, მიუხედავად იმისა, რომ ტურნირის ფავორიტებად არ ვითვლებით. 1998 წელს მსგავსი სკეპტიკური განწყობა იყო საფრანგეთის ნაკრების მიმართ, მაგრამ მაშინ გავიმარჯვეთ' - თქვა ბლანმა.

თავის მხრივ, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა ყველას შეახსენა, რომ ბოლო დიდ წარმატებას გუნდმა 1966 წელს მიაღწია და რომ დროა რაიმე ტიტულის მოგებისა.

'ყოველთვის გვახსოვს, რომ ბოლო დიდ წარმატებას შორეულ 1966 წელს მივაღწიეთ და მოგონებები ამ თარიღის შესახებ პერიოდულად ჩემს თავშიც ტრიალებს. ამის მიუხედავად, არა მგონია ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს, რომ ინგლისი საფეხბურთო ტოპ-ქვეყანაა. ახლა ჩვენ ავიღებთ სტარტს, როგორც 16-დან ერთ-ერთი გუნდი და გამარჯვების შანსი გვაქვს' - თქვა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჰოჯსონმა.

            D ჯგუფი, დონეცკი 'დონბას არენა' (20.00)

            საფრანგეთი - ინგლისი

            მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).       

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები