მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> ელენე ახვლედიანის შექმნილი 17 ესკიზი გამოიფინა

 

'ბაია გალერეაში' ელენე ახვლედიანის მიერ თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის სპექტაკლებისთვის შექმნილი 17 ესკიზი გამოიფინა.

როგორც 'ჯეონიუსთან' საუბარში საბავშვო თეატრის დირექტორმა მიხეილ ანთაძემ განაცხადა, გალერეაში წარმოდგენილი ესკიზები თეატრის არქივში კარგად იქნა შენახული და რესტავრაციას არ საჭიროებდა.

'აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ესკიზები, რომელთაგან მნიშვნელოვანია 'ბიძია თომას ქოხი', 'ზანგი ბიჭუნა და მაიმუნი' და ერთი უნცობი სპექტაკლის ექსკიზები. ჩვენ დიდიხანია ვიცოდით, რომ არქივში ინახებოდა ელენეს მიერ ნამუშევარი ესკიზები, რომელიც ჩავსვით ჩარჩოში და საზოგადოებას წარვუდინეთ', - აღნიშნა მიხეილ ანთაძემ.

შეგახსენებთ, რომ ელენე ახვლედიანმა მოღვაწეობა პირველად კოტე მარჯანიშვილთან დაიწყო და მთელი სიცოცხლის მანძილზე თეატრში მუშაობდა. მის მიერ უამრავი სპექტაკლია გაფორმებული, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამ ნამუშევრების დიდი ნაწილი თეატრების მუზეუმებსა და არქივებში ინახება, გარკვეული ნაწილი კი არასოდეს ყოფილა ექსპონირებული.

'ბაია გალერეაში' ელენე ახვლედიანის ნამუშევრების გამოფენა 4 დღის განმავლობაში დარჩება.

 

ჯეონიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები