მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> ელენე გედევანიშვილი და ელისონ რიდისა და ოთარ ჯაფარიძის დუეტი დღეს იასპარეზებენ

მოსკოვში, ფიგურისტთა მსოფლიოს პირველობაზე დღეს ელენე გედევანიშვილი და ელისონ რიდის და ოთარ ჯაფარიძის დუეტი იასპარეზებენ. 
ელენე გედევანიშვილი ერთეულთა მოკლე პროგრამას შეასრულებს, ხოლო რიდი და ჯაფარიძე წყვილი - ყინულზე ცეკვებში მოკლე პროგრამას. 
ქალთა ასპარეზობა თბილისის დროით 13.30 საათზე იწყება. სულ 30 მონაწილეა, რომელთაგან ტურნირის დასკვნითი სეგმენტის, თავისუფალი პროგრამის შესასრულებლად 24 რჩეული დარჩება. 
21 წლის ელენე გედევანიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე მეექვსედ გამოდის და ყოველთვის დასკვნით ნაწილში ასპარეზობდა. მისი საუკეთესო შედეგია მე-10 ადგილი (2009 წ.), უარესი კი - მე-20 (2008 წ.). 
18.30 საათზე ყინულზე ცეკვების მოკლე პროგრამა იწყება. 25 მონაწილე წყვილი 5 ჯგუფად არის განაწილებული. საქართველოს სახელით მოასპარეზე ელისონ რიდი და ოთარ ჯაფარიძე პირველივე ჯგუფში მესამე ნომრები არიან, ებრაული და ესპანური დუეტის შემდეგ. 
შარშან, მათთვის სადებიუტო ჩემპიონატზე, ელისონი და ოთარი 21-ე ადგილზე გავიდნენ.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები