|
|
ენრიკე იგლესიასი უკვე ბათუმშია. ბათუმი MTV-ს კონცერტისთვის ემზადება . კონცერტზე ენრიკე იგლესიასთან ერთად, იმღერებენ ქართველი შემსრულებლები, სტეფანე და 3G, ასევე ჯგუფი 'ელ დრაინი' და სოფო ნიჟარაძე. ქართველი შემსრულებლები რეპეტიციას ევროპის მოედანზე, საგანგებოდ დაგებულ სცენაზე უკვე გადიან. კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით, ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდება. კონცერტზე დასწრების მსურველებს 17:00 საათიდან შეეძლებათ მოედანზე შესვლა. ცნობილია, რომ მხოლოდ 8000 სტუმარი შეძლებს კონცერტის მოედნიდან ყურებას, ხოლო ისინი, ვინც ვერ მოახერხებენ ევროპის მოედანზე მოხვედრას, ბათუმის ბულვარსა და თეატრის წინ დამონტაჟებული მონიტორების საშუალებით მიადევნებენ თვალს კონცერტს. ენრიკე იგლესიასი ცნობილ ჰიტებთან ერთად რამდენიმე ახალ სიმღერას შეასრულებს. კონცერტს ქართველი შემსრულებლები გახსნიან. შემდეგ კი სცენაზე ენრიკე იგლესიასი წარსდგება. უსაფრთხოების ზომები მკაცრად არის დაცული. ქართველი სამართალდამცველებთან ერთად, MTV-ს უსაფრთხოების სამსახურიც მუშაობს. ენრიკე იგლესიასი ბათუმში გუშინ ჩავიდა. ის კონცერტს მსოფლიოს ტურნე 'ეიფორიის' ფარგლებში მართავს.
ინტერპრესნიუსი
ე.შ
|
|
|
|
მსგავსი თემები
|
|
|
|
|