მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> ერევანში, ბაქოსა და თბილისში, სამხრეთ კავკასიის ფილმის ფესტივალი ტარდება

კავკასიაში ბრიტანეთის საელჩოების ხელშეწყობით, ერევანში, ბაქოსა და თბილისში, სამხრეთ კავკასიის ფილმის ფესტივალი ტარდება.
როგორც პრაიმ-ნიუსს საელჩოდან აცნობეს, თბილისში ფესტივალი 26-31 მარტს ჩატარდება.
„კავკასიას ფილმების წარმოების მდიდარი წარსული და მემკვიდრეობა აქვს. ამ მრავალფეროვან რეგიონში მრავალმა ცნობილმა რეჟისორმა და მსახიობმა მოიყარა თავი. სხვადასხვა კონფლიქტების დაწყებამდე, ხელოვანები ერთად მუშაობდნენ და ერთობლივად მთელი რიგი ხელოვნების ნიმუშები შექმნეს, რომლებსაც თბილისის ფესტივალის ფარგლებში იხილავთ. თბილისის ფესტივალი არა მხოლოდ წარმოაჩენს ნიჭსა და კრეატიულობას, არამედ მისცემს მონაწილე ხელოვანებს ურთიერთობის შესაძლებლობას, მიუხედავად იმ ახალი რეალობისა, რომელიც უკანასკნელი წლების სხვადასხვა ტერიტორიული კონფლიქტების შედეგად წარმოიშვა', თქვა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, ჯუდით გოფმა.
თბილისის ექვს დღიანი ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება თორმეტი ფილმი. გაიმართება როგორც ახალი, ისე ყველასათვის ნაცნობი ფილმების რეტროსპექტივა.
ფესტივალი 26 მარტს, სერგო ფარაჯანოვის „ბროწეულის ფერით' გაიხსნება.
ყველა ჩვენება გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში 26 დან 31 მარტის ჩათვლით გაიმართება.
-ია-

prime-news.net

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები