მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში 'ელექტრონავტებს' დააჯილდოებენ

ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში დღეს, ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოების ცერემონია - 'ელექტრონავტი 2010/2011' გაიმართება . 
ღონისძიების ორგანიზატორი საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად არის ფონდი 'ელექტრონავტი', რომელიც სპეციალურად ელექტრონავტისთვის ფინანსური სახსრების მოსაზიდად შეიქმნა. ტრადიციულად, ელექტრონავტების ვინაობას, ინტერნეტ-გამოკითხვის მონაწილეების გარდა, ადგენს საერთაშორისო და ქართველ ექსპერტთა ჯგუფი. კონკურსში სამოცამდე ქართველი მუსიკოსი და ჯგუფი მონაწილეობდა. დაჯილდოების ცერემონიის წამყვანები იქნებიან ჟურნალისტი ნათია ორაშვილი და მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი. 
ცერემონიაზე გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შემდეგ ნომინაციებში: 2010 წლის სპონსორი ან მხარდამჭერი კომპანია; 2010 წლის რადიო გადაცემა; 2010 წლის ვებ-გვერდი; 2010 წლის საუკეთესო ქართველი დი-ჯეი; 2010 წლის საუკეთესო ვიდეო; 2010 წლის მუსიკოსი (ელექტრონავტი) და სხვა.
ღონისძიების მთავარი პრიზი - ბრინჯაოს ელექტრონავტი მხატვარმა მამუკა ჯაფარიძემ დაამზადა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები