მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> “ეშერი” (ინგლისი) - საქართველო “ა” (23.30 სთ.)

 

დღეს ბრიტანულ ტურნეში მყოფი საქართველო მორაგბეთა 'ა' ნაკრები სამიდან თავის პირველ შეხვედრას გამართავს ინგლისის მეორე დივიზიონის (ჩემფიონშიფ) აუთსაიდერთან 'ეშერთან', რომელმაც გასულ სეზონი 12-გუნდა ჩემპიონატში მე-9 ადგილზე დაასრულა.

მატჩი ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პატარა დასახლება ჰერშემში სტადიონ 'რაგბი გრაუნდზე' გაიმართება და თბილისის დროით 23.30 საათზე დაიწყება.

ამის შემდეგ ჩვენი მეორე ნაკრები უელსში გადავა და 27 მარტს უელსის კლუბების ნაკრებთან მოსინჯავს ძალებს. 31-ში კი ტურნეს ბოლო დაპირისპირებაა - ლევან მაისაშვილის გუნდი ჩრდილოეთ უელსის კლუბების ნაკრებს შეეტაკება.

დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილთონ ჰეიგია, რომელიც მორაგბეებს საპირველნაკრებოდ შეიგულებს. მთლიანობაში 'ა' ნაკრები 26 მორაგბით გაემგზავრა, საიდანაც 8 ლეგიონერია, ხოლო 18 საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს.

საქართველოს „ა' ნაკრები ბრიტანულ ტურნეში (21-31 მარტი)

უკანა ხაზი: ირაკლი ყიასაშვილი ('ლელო', თბილისი), ბექა ურჯუკაშვილი ('ფიჟაკი', საფრანგეთი), საბა ნიკოლავა ('არმია', თბილისი), ლექსო გუგავა ('ლელო', თბილისი), ირაკლი გეგენავა ('ლელო', თბილისი), სანდრო ნიჟარაძე ('ჰართფურ კოლეჯი', ინგლისი), ირაკლი ჩხიკვაძე ('არმია', თბილისი), ზურაბ ძნელაძე ('აია', ქუთაისი), გიგა გაგოშვილი ('არმია', თბილისი), გიორგი ჯიმშელაძე ('არმია', თბილისი), გიორგი კაჭარავა ('ლელო', თბილისი), ბიძინა სამხარაძე ('არმია', თბილისი);

შერკინება: შალვა მამუკაშვილი ('არმია', თბილისი), ბექა მეკოკიშვილი ('არმია', თბილისი), გიორგი მენაბდიშვილი ('გრენობლი', საფრანგეთი), ირაკლი მირცხულავა ('ტარბი', საფრანგეთი), კარლენ ასეიშვილი ('ორიაკი', საფრანგეთი), ლევან ჩილაჩავა ('ტულონი', საფრანგეთი), კოტე მიქაუტაძე ('ტულონი', საფრანგეთი), დავით ჩიტიძე ('არმია', თბილისი), მიხეილ გაჩეჩილაძე ('აკადემია', თბილისი), გიორგი თხილაიშვილი ('არმია', თბილისი), გივი ბერიშვილი ('ლოკომოტივი', თბილისი), ლაშა თავართქილაძე ('არმია', თბილისი), გიორგი ტყეშელიაძე ('გლოსტერი', ინგლისი), ბექა ბიწაძე ('არმია', თბილისი).

ხელმძღვანელი: მილტონ ჰეიგი

მწვრთნელები: ლევან მაისაშვილი, კრის გიბსი, ტორინ ბერჯესი

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები