მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> ვალენსიაში „აგვისტოს ხუთი დღის“ პრემიერა გაიმართა

რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ჰოლივუდური ფილმის პრემიერა ვალენსიაში. ვალენსიის საერთაშორისო კინოფესტივალი ფილმ 'აგვისტოს 5 დღის' ჩვენებით დაიხურა.

ყველაზე ემოციური სურათი, რომელიც აგებულია რეალურ ისტორიაზე, - ასე შეაფასეს ჰოლივუდის ცნობილი რეჟისორის რენი ჰარლენის ნამუშევარი ფესტივალზე.

დახურვის საზეიმო ცერემონიაზე თავად რეჟისორმა ფილმის ჩვენება 1 წლის წინ დაღუპულ პოლონეთის პრეზიდენტ ლეჰ კაჩინსკის მიუძღვნა. 'კაჩინსკი ერთ-ერთი იყო იმ ევროპელ პრეზიდენტებს შორის, რომელიც საქართველოსთვის ყველაზე მძიმე დღეებში თბილისში ჩავიდა და ქართველი ხალხის გვერდით დადგა. ეს იყო ომის დროს', - აღნიშნა რენი ჰარლენმა ფილმის პრემიერამდე.

ფილმის პრემიერის შემდეგ, ემოციებს ვერ მალავდნენ მაყურებლები. რეჟისორი ამბობს, რომ ამ ფილმით მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ ნახავს, თუ რა მოხდა რეალურად 2008 წლის აგვისტოში საქართველოში.

'აგვისტოს 5 დღის' შემქმნელები ფილმს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. ვალენსიის შემდეგ, ფილმის ჩვენება ლონდონში მოეწყობა. ქართველი მაყურებელი კი მას თბილისში ივნისში ნახავს.

onlinenews.ge

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები