მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია!

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა - ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ), რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. 

ლიპარტელიანმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელი - გრიგორი სულემინი იპონით დაამარცხა. 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზაზა კედელაშვილის (2008 წელი) წარმატების შემდეგ, საქართველოს ძიუდოში ევროპის ჩემპიონი აღარ ჰყოლია. 

ფინალამდე ვარლამ ლიპარტელიანმა  ესპანელი დავიდ ალარსა, ბრიტანელი უინსტონ გორდონი, აზერბაიჯანელი ტიმურ ალიხანოვი და ფრანგი რომენ ბუფე ჩამოიცილა, გადამწყვეტი გამარჯვება კი მასპინძელ გრიგორი სულემინთან ეფექტური გდებით მოიპოვა. 

ევროპის ჩემპიონატზე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლევან ჟორჟოლიანი ვერცხლის მედალს დაეუფლა. ჟორჟოლიანი ფინალში ისრაელის წარმომადგენელ არიელ ზეევთან დამარცხდა. 

ჯამში ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი აიღეს.

internet.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები