მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება

 

ქართული თეატრისა და კულტურის პოპულარიზაციის  მიზნით, თბილისის მერიის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 14 სექტემბრიდან 26 დღის განმავლობაში თბილისი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მესამედ უმასპინძლებს.

ფესტივალის ჩატარებასთან დაკავშირებით, თბილისის მერმა გიგი უგულავამ და ფესტივალის დირექტორმა ეკა მაზმიშვილმა პრეს-კონფერენცია გამართეს და საზოგადოებას თეატრალური ფესტივალის დეტალები გააცნეს.

'საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თბილისში მესამე წელია  საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ტარდება. ნებისმიერი ფესტივალი მაშინ არის სიცოცხლისუნარიანი, თუ ის გაუძლებს  დროს, წლიდან წლამდე  შეიძენს უფრო მეტ მიმზიდველობასა და მასშტაბურობას. ამ თვალსაზრისით მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი ყველა კოლეგის მხარდაჭერით ეს ფესტივალი შედგა და ის სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება. უკვე ჩამოყალიბდა განრიგი, დაზუსტებულია  სტუმრების  ვინაობა. აღსანიშნავია, რომ წელს 26 ქვეყნის მსოფლიოში ცნობილი დასების მსახიობები იქნება წარმოდგენილი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს, რომ ფესტივალი შედგა და ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს', - განაცხადა უგულავამ.

ჯეონიუსი

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები