მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> თემურ ქეცბაია - ჯგუფიდან გასვლის შანსებს ვინარჩუნებთ და მის გამოყენებას ბოლომდე ვეცდებით

ხორვატიის ნაკრების დამარცხების შემდეგ ბიჭებმა ძალების აღდგენა ვეღარ მოასწრეს და სწორედ ამის ბრალი იყო, ისრაელში ფიზიკურად კარგად რომ ვერ გამოიყურებოდნენ . მარცხის მიუხედავად, ჩემს ფეხბურთელებს თავდადებისთვის მადლობას ვეტყვი,- როგორც გაზეთ 'ლელოს' კორესპონდენტი თელ-ავივიდან იუწყება, ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ გუშინდელი მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
მისივე თქმით, მატჩში ქართველმა ფეხბურთელებმა დაცვიდან დაიწყეს და საბედისწერო შეცდომამდე გეგმა კარგად მუშაობდა. 
'შემდეგ მთელი ძალებით შეტევაში გადავედით და მეორე ტაიმში საკმაოდ ხარისხიანად ვითამაშეთ, მაგრამ მიზანს ვერ მივაღწიეთ. მარცხის მიუხედავად, ჯგუფიდან გასვლის შანსებს ვინარჩუნებთ და მის გამოყენებას ბოლომდე ვეცდებით',-აღნიშნა ქეცბაიამ. 
როგორც ქეცბაიამ განაცხადა, ისრაელი შინ ყოველთვის ძლიერად თამაშობს და ასე იყო გუშინდელი შეხვედრის დროსაც. 
კითხვაზე, ლუის ფერნანდესმა უკეთ ხომ მარ შეისწავლა საქართველოს ნაკრები, ვიდრე ქეცბაიამ - მეტოქე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა უპასუხა: 'არა, უბრალოდ, ჩვენ მეტი შეცდომა დავუშვით და აქ მეტოქეზე ინფორმაციის ქონა-არქონა არაფერ შუაშია'. 
თემურ ქეცბაიამ იმედი გამოთქვა, რომ ისრაელის ნაკრებს კიდევ შეხვდება და რევანშის შანსი მიეცემა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ისრაელთან 0:1 დამარცხდა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები