მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> თემურ ქეცბაია – ბიჭებმა ამ თამაშში ჯიგარი ჩადეს და მოახერხეს ის, რაც ბევრი ჩვენგანისთვის წარმოუდგენელი იყო

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი წვრთნელი მიღწეული შედეგით კმაყოფილია. 
როგორც თემურ ქეცბაიამ საქართველო-ხორვატიის მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქართველმა ფეხბურთელებმა ურთულეს შეხვედრაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს. 
'მინდა მადლობა ვუთხრა ბიჭებს, რომლებმაც დღევანდელ თამაშში ჯიგარი ჩადეს და მოახერხეს ის, რაც ბევრი ჩვენგანისთვის წარმოუდგენელი იყო'- აღნიშნა თემურ ქეცბაიამ.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გულშემატკივარს, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში გუნდს აქტიურად ქომაგობდა. 
'ძალიან მიხარია, რომ სტადიონზე მოსული ათასობით ადამიანი სახლში გამარჯვებული და გახარებული დაბრუნდა, არც შეიძლებოდა, სხვანაირად მომხდარიყო და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ყველაზე კარგად ვგრძნობდით. დასაკარგი გულშემატკივარი არ გვყავს, ჩვენ ყველა გვჭირდება, რათა ქართული ფეხბურთი ერთად გავაძლიეროთ'- აღნიშნა ქეცბაიამ. 
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ქართველებს გამარჯვება ხორვატების მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმაც მიულოცა. მისი თქმით ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და გამორჩეული სპორტი იმიტომ არის, რომ მისი პროგნოზირება ძნელია და მოულოდნელობებით არის სავსე. ხორვატი მწვრთნელის თქმით, ერთ-ერთი ასეთი მოულოდნელობა ქართველების დღევანდელი თამაში და მათი გამარჯვება იყო. 
26 მარტს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ქვეჯგუფის შეხვედრაში საქართველოს ნაკრება ხორვატია 1:0 დაამარცხა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები