მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში ქართული გალობისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში ქართული გალობისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საპატრიარქოსთან არსებული გალობის ცენტრის მიერ მოწოდებული XIX-XX საუკუნეებში მოღვაწე ქართველ სასულიერო და საერო პირთა ფოტოები, ასევე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივში დაცული საეკლესიო საგალობლების ხელნაწერები.

მათ, შორის, XVII-XVIII საუკუნეებში გადაწერილი დიდმარხვისა და ზიარების საგალობლები, ექვთიმე კერესელიძის, ფილიმონ ქორიძის, მაქსიმე შარაძის მიერ გადაწერილი საგალობლები.

ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის, საპატრიარქოს უწყებანის, საპატრიარქოსთან არსებული გალობის ცენტრისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

geonews 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები