მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> ისტორიასთან გადაჯაჭვული დღევანდელობა

გადაწყვეტილი საქმეა: საქართველოს ნაკრები ლიტვაში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების დასკვნით ეტაპს ლატვიაში გამართავს. 22 აგვისტოს ის რიგაში ლატვიელთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო მომდევნო დღეს ორივე გუნდი ლიტვაში გაემგზავრება და 24 აგვისტოს ქალაქ შაულიაიში მეორე ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. 

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა თებერვლის დასაწყისშივე გამოთქვა სურვილი, რომ ნაკრების მზადების გარკვეული ეტაპი ისეთ ქვეყანაში ჩატარებულიყო, სადაც ლიტვასთან მიახლოვებული კლიმატია. ამისთვის ხომ ლატვია იდეალური ვარიანტია - ლიტვას მხოლოდ კლიმატით კი არა, სახელითაც ძალიან ჰგავს. თან, რაც მთავარია, ლიტვა-ლატვიაში შეკრების სწორედ დასკვნითი ეტაპი გაიმართება.

ჯერჯერობით მხოლოდ ლატვიასთან მატჩების თარიღებია გადაწყვეტილი, ფედერაცია მოსამზადებელ ციკლზე ჯერაც აქტიურად მუშაობს და გვპირდება, რომ შეკრების გეგმა საბოლოო სახეს მალე მიიღებს და ჩვენც აუცილებლად შეგატყობინებთ.  

http://sportall.ambebi.ge

ე.შ 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები