მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> იტალიელმა არქეოლოგებმა მონა ლიზას საფლავი აღმოაჩინეს

 

იტალიელმა არქეოლოგებმა ფლორენციაში წმინდა ურსულას სახელობის ქალთა მონასტრის ტერიტორიაზე აკლდამა აღმოაჩინეს. მეცნიერთა აზრით, აკლდამაში ლიზა ჯერარდინი დელ ჯოკონდაა დაკრძალული.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს ქალია გამოსახული ლეონარდო და ვინჩის ლეგენდარულ ნახატ მონა ლიზაზე.

სპეციალისტებმა მიწის ზედაპირზე უკვე ორი დაზიანებული სასახლე ამოიტანეს და დარწმუნებულნი არიან, რომ ერთ-ერთ მათგანში მონა ლიზას ნეშტია.

მონაზვნების მიერ შედგენილი დოკუმენტების თანახმად ირკვევა, რომ ნაპოვნი სამარხი ნამდვილად 1542 წელს, 63 წლის ასაკში გარდაცვლილ ლიზა ჯერარდინის ეკუთვნის. მეცნიერები ძვლებიდან აღებულ დნმ-ს, ლიზა ჯერარდინის შვილების დნმ-ის სტრუქტურას შეადარებენ. მათი განცხადებით, ცნობილი ფლორენციელი ქალბატონის სამარხის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით მათი მოსაზრება დადასტურდება.

წარმატების შემთხვევაში, მათ იმედი აქვთ, რომ თავის ქალის მიხედვით ლიზას სახესაც აღადგენენ და ამგვარად ბოლოს მოუღებენ მრავალწლიან დავას იმის შესახებ, თუ ვინ არის სინამდვილეში გამოსახული ლეონარდო და ვინჩის ლეგენდარულ ნახატზე.

geonews.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები