მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> კალათბურთელთა 20 წლამდე ნაკრები B დივიზიონის ჩემპიონია

საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები B დივიზიონის ჩემპიონია. დავით უსტიაშვილის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც 22 გუნდი მონაწილეობდა, პირველი ადგილი დაიკავა. მას შემდეგ, რაც ქართველებმა გუშინწინდელ ნახევარფინალში ჩეხეთს აჯობეს და A დივიზიონის საგზური გაინაღდეს, გუშინ ფინალი ითამაშეს და ესტონეთის ნაკრები დამაჯერებლად - 79:70 დაამარცხეს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ და საუკეთესო თავდამსხმელად თორნიკე შენგელია დასახელდა, რომელმაც მთელი ტურნირი მართლაც შესანიშნავად ჩაატარა. 

რუსთავი 2

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები