მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> კანის კინოფესტივალი და საფინალო ფილმი

კანის საერთაშორისო კინოფესტივალს ფრანგი რეჟისორის კრისტოფ ონორის მუსიკალური ფილმი 'Les Bien-aimes' დახურავს. ფილმში მონაწილეობენ: კატრინ დენევი, კიარა მასტროიანი, ლუდივინ სანე და სხვები. ამის შესახებ ინფორმაციას ფესტივალის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

კინოსაიტ ' Variety' - ის ცნობით კი, 'Les Bien-aimes'  რომანტიკული მუსიკალური დრამაა, სადაც მოქმედება 1960-იანი წლების პრაღაში და 1980-იანი წლების პარიზში მინდინარეობს.  

კრისტოფ ონორი თავისი დროის ერთერთი ცნობილი ფრანგი რეჟისორია. ის 1970 წელსაა დაბადებული. კანის კინოფესტივალში 2007 წელსაც მონაწილეობდა, ფილმით 'Les chansons d'amour'.

უკვე ცნობილია, რომ ფილმის პრემიერას გადაღებებში მონაწილე ყველა ვარსკვლავი დაესწრება. კინოსურათს გამარჯვებულის გამოცხადების შემდეგ უჩვენებენ. კანის კინოფესტივალი წელს 11-დან 22 მაისამდე პერიოდში გაიმართება. საკონკურსო ჟიურის რობერტ დე ნირო უხელმძღვანელებს.

პრესა.ge 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები