მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> კიევში ქართული კულტურის ფესტივალი გაიმართება

დღეს, 30 აპრილს, კიევში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ ოფიცერთა სასახლის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართული კულტურის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება მიეძღვნება ქართული კულტურულ-საგანამანათლებლო ცენტრის 15 წლისთავს.
ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი (ქართული საკვირაო სკოლა) 1996 წელს უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და ადგილობრივი ქართველების თანადგომით გაიხსნა. კიევის ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში ქართულ ენასა და ლიტერატურასთან ერთად ასწავლიან საქართველოს ისტორიას, გეოგრაფიას, ქართული ცეკვისა და სიმღერის ხელოვნებას. კულტურის ცენტრში მოქმედებს ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი 'იბერიელი', ფოლკლორული ანსამბლი და ქართული ცეკვის სტუდია.

ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში შვიდი კვალიფიცირებული მასწავლებელი მოღვაწეობს. ისინი უანგაროდ ემსახურებიან ქართველ და უკრაინელ საზოგადოებას, ეხმარებიან ბავშვებს ქართული ცნობიერების ჩამოყალიბებაში.

ბოლო დროს იმატა უკრაინელი ახალგაზრდების რიცხვმაც, რომლებიც ქართულ ენას, ცეკვასა და სიმღერას დიდი მონდომებით სწავლობენ.

ქართული კულტურის ფესტივალზე მონაწილეობას კულტურის ცენტრის კოლექტივებთან ერთად ცნობილი ქართული მომღერლები სოფო ხალვაში, ნეკა სებისკვერაძე და დავით არჩვაძე მიიღებენ.

საზეიმო ღონისძიებას უკრაინის ქართველთა ასოციაცია 'იბერიელი' სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება 'გეორგიას', უკრაინის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსა და უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანადგომით გამართავს.

კონცერტს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრებიც დაესწრებიან.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები