მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> კინოთეატრ 'რუსთაველის' წინ ბოლო სამზადისი მიმდინარეობს

კინოთეატრ 'რუსთაველის' წინ 'აგვისტოს 5 დღის' პრემერისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს .
რუსთაველის გამზირი ცალმხრივად გადაკეტილია. მოწყობილია სპეციალური 4 ხიდი, რომელზეც ფილმის მონაწილეები, რეჟისორი და სტუმრები გაივლიან. თითოეული ხიდის სიგრძე დაახლოებით 16 მეტრია.
ოთხივე ხიდზე დაგებულია სპეციალური წითელი ხალიჩა და სწორედ ამ ხიდის მეშვეობით პრემიერაზე დამსწრეები პირდაპირ რუსთაველის კინოთეატრში შევლენ. 
კინოთეატრ 'რუსთაველის' მიმდებარე პერიმეტრზე დაცვის გაძლიერებული ზომებია მიღებული. პრემიერის დაწყებისას რუსთაველის გამზირის ამ მონაკვეთზე მოძრაობა სრულად გადაიკეტება.
ჰოლივუდის რეჟისორის რენი ჰარლენის ~აგვისტოს 5 დღის~ პრემიერა, რომელიც 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის მოვლენებს ასახავს, ერთდროულად საქართველოს რამდენიმე კინოთეატრში იქნება ნაჩვენები.
ფილმის პრემიერის მთავარი ღონისძიებები კინოთეატრ ~რუსთაველში~ დღეს გაიმართება. ფოიეში აგვისტოს მოვლენების დროს გადაღებული ფოტოგამოფენაც მოეწყობა.
ფილმში ~აგვისტოს 5 დღე~, რომელიც კანის კინოფესტივალშიც მონაწილეობდა, მსოფლიოში ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ. საქართველოს პრეზიდენტის როლს ენდი გარსია ასრულებს.
ფილმის ქართველი პროდიუსერის ნიკა ავალიანის განცხადებით, ინგლისურიდან კინოსურათის ქართულად თარგმნა მაღალი ხარისხით მოხდა და სხვა მსახიობებთან ერთად დუბლაჟზე შალვა დუმბაძემ და შოთა ქრისტესაშვილმა იმუშავეს.
~აგვისტოს 5 დღის~ პრემიერას შერონ სტოუნიც დაესწრება, რომელიც თბილისში გუშინ ჩამოვიდა. შერონ სტოუნი საქველმოქმედო წვეულებასაც გამართავს. წვეულებაზე მოსაწვევი 5000-იდან 10000 დოლარამდე ღირს. საქველმოქმედო საღამოდან შესული თანხა 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახებს გადაეცემათ.
ფილმის პრემიერა დღეს, 18.30 საათზე კინოთეატრ ~რუსთაველში~, ~ამირანში~ და ~საქართველოში' გაიმართება. ფილმის ნახვას ხვალვე მოახერხებენ ზუგდიდში, ქუთაისში, საჩხერეში, გორსა და რუსთავში. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები