მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> ლადო ვარძელაშვილი ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მოჭიდავეებს წარმატებას მიულოცავს

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ხვალ ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მოჭიდავეებს წარმატებას მიულოცავს. 
ვარძელაშვილი სპორტსმენებს შეხვდება სამინისტროში და წარმატებული სპორტსმენების პრემიალური თანხით დაჯილდოებასთან დაკავშირებით განცხადებაც გაკეთდება. 
გერმანიის ქალაქ დორტმუნდში თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი გუშინ დასრულდა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედალი დავით ხუციშვილმა აიღო, ვერცხლის მედლების მფლობელები კი ვლადიმერ ხინჩიკაშვილი და დავით მარსაგიშვილი გახდნენ.
ჩემპიონატის ბოლო დღეს ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხი ოქროს მედალს და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები