მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> ლალი მოროშკინა ახალ წიგნს მიტოვებულ ქალებს უძღვნის

 

ლალი მოროშკინას ახალი წიგნის 'ყველა კაცი იდიოტი არ არის ანუ როგორ გავთხოვდეთ' პრეზენტაცია დღეს მოეწყობა. როგორც მან 'ჯეონიუსთან' საუბარში აღნიშნა, წიგნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ამდენი მიტოვებული ქალი ნახა საქართველოში.

'ძალიან დათრგუნული ვარ, როდესაც ვუყურებ ასეთ ქალებს. მინდა, მათ ამ წიგნით გავუკეთო საჩუქარი და ვუთხრა, ჯერ შეიცნონ საკუთარი თავი და შემდეგ ის ადამიანი ვინც მის გვერდით, უნდათ რომ ყავდეთ. ამგვარი ტიპის წიგნები აფრიკაში, ევროპაში და რუსეთშია გამოცემული. გავეცანი თითოეულს და ქართულ მენტალიტეტს მოვარგე. ყველაფერი ძალიან სასაცილო და იუმორისტულად არის გადმოცემული', - თქვა ლალიმ.

პატარა, ჯიბის წიგნაკს ბოლოს ტესტები, ჰოროსკოპი და ცარიელი ფურცლებიც ახლავს, რომელზეც მკითველს საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება ეძლევა.

ჯეონიუსი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები