მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> ლაშა დვალიშვილი - ისრაელში გოგიტა გოგუა თემურ ქეცბაიას გადაწყვეტილებით არ ითამაშებს

ისრაელში, საქართველოს ეროვნულ ნაკრების შემადგენლობაში გოგიტა გოგუა მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას გადაწყვეტილებით არ ითამაშებს . ამის შესახებ 'ინტრეპრესნიუსს' საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესმდივანმა ლაშა დვალიშვილმა ისრაელიდან აცნობა.
'ეს იყო მწვრთნელის გადაწყვეტილება და ქეცბაიამ გადაწყვიტა, რომ გოგუა ისრაელთან შეხვედრაში არ მიიღებს მონაწილეობას. არ დასახელებულა არც მიზეზი და არც მოტივი. უბრალოდ, მთავარმა მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ გოგიტა გოგუა გუნდთან ერთად არ წამოსულიყო', - განაცხადა დვალიშვილმა.
გოგუასა და ქეცბაიას შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციაზე კი დვალიშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე დაზუსტებული პასუხის გაცემა თავად ქეცბაიას და გოგოუას შეუძლიათ.
'მომავალში კი, როცა მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ნაკრებს გოგუას დახმარება სჭირდება, ბუნებრივია, გამოიძახებს', - განაცხადა დვალიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს ნაკრები 19:00 საათზე ივარჯიშებს. 
'აეროპორტში ნაკრებს ქართველები დახვდნენ. ფეხბურთელებს ძალიან კარგი განწყობა აქვთ და ბუნებრივია, ყველაფერს გააკეთებენ, რომ სამი ქულა წამოიღონ ირაელიდან', - განაცხადა ლაშა დვალიშვილმა.
საქართველო-ისრაელის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა ისრაელში ხვალ გაიმართება.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები