მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> “ლიონმა” რატიანიძის პრეზენტაცია მოაწყო

'ტოპ 14'-ში აღზევებულმა 'ლიონმა' გუშინ ახალი მოთამაშეების ოფიციალური პრეზენტაცია მოაწყო - კლუბმა მედიას 11 მორაგბე წარუდგინა და მათ შორის 31 წლის ქართველი ბურჯი ტარიელ რატიანიძე.

 

'მგლები' ('ლიონის' ზედმეტსახელი) მომავალ სეზონს ელიტარულ ლიგაში სერიოზული ამბიციებით ეგებებიან, რაზეც სახელიანი მოთამაშეების ტრანსფერებიც მიუთითებს - მაგალითისათვის ახამოსულთა შორის არიან: სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილი 9 ნომერი რიკი ჯენუარი, რომელიც 'სუპერრაგბის' კეიფ თაუნის 'შტორმერსიდან' წამოიყვანეს ევროპაში, არგენტინის ნაკრების შერკინების მესამე ხაზელი ხუან მანუელ ლეგუიზამონი პარიზული 'სტად ფრანსედან', ფიჯის ნაკრების ფლანკერი კოიამაიბოლე ინგლისური 'სეილ შარკსიდან' და სხვები.

შეგახსენებთ, რომ 'ლიონმა' 31 წლის გამოცდილი ქართველი ბურჯი ტარიელ რატიანიძე გასულ თვეში დაატრანსფერა - კონტრაქტი 4 თვიანია და იგი ეგრედ წოდებული 'მსოფლიო თასის ჯოკერის' სტატუსით აიყვანა კლუბმა, რაც იმას ნიშნავს, რომ 118 კილოგრამიანი და 187 სანტიმეტრიანი მორკინალი ლიონელთა შერკინების პირველ ხაზში ახალი ზელანდიის მსოფლიო თასის გამო დროებით შექმნილ სიცარიელეს შეავსებს.

რატიანიაძე იმითაა ცნობილი, რომ 19 მატჩი აქვს ჩატარებული საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში და თავის დროზე ფრანგულ ელიტარულ ლიგაში 'ბეზიეს', აგრეთვე 'მონტობანის' შემადგენლობაში თამაშობდა.

შეგახსნებთ, რომ 'ლიონმა' 2010-2011 წლების სეზონზე 'პრო დ2'-ის (მე-2 დივიზიონი) ჩემპიონობა მოიპოვა და ახალი სეზონიდან 'ტოპ 14'-ში თამაშის პატივი ერგო. რატიანიაძეს კი ახალ გუნდში თავის 24 წლის თანამემამულე, პირველი ხაზის მორკინალი გურამ კავთიძე დახვდება, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია უკვე ლიონურ რაზმში ირიცხება.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები